საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხარისხის პოლიტიკა

სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური

ხარისხის პოლიტიკა

შპს „საქაერონავიგაციის“ სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის

ხარისხის პოლიტიკა

შპს „საქაერონავიგაციის“ სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ამოცანაა სააერნაოსნო ინფორმაციის/მონაცემების ნაკადის უზრუნველყოფა საერთაშორისო აერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით. შპს „საქაერონავიგაცია“ აცნობიერებს, რომ ხარისხიანი სააერნაოსნო ინფორმაციის მომსახურება არსებით როლს ასრულებს ამ მისიის განხორციელებაში. სამსახურში ხარისხის მართვის სისტემის შემუშავება და დანერგვა არის ხარისხიანი სააერნაოსნო ინფორმაციით უზრუნველყოფის საუკეთესო კრიტერიუმი და გარანტია.

ხარისხი წარმოადგენს სამსახურის ყოველგვარი საქმიანობის განუყოფელ ნაწილს.

ხარისხის მართვის სისტემას საფუძვლად უდევს საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001, საქართველოს კანონმდებლობა, ICAO-ს სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა, ევროკონტროლის შესაბამისი მოთხოვნები.

ვაცხადებთ რა პრიორიტეტად ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის კმაყოფილებას, ვალდებულებას ვიღებთ:

§  მომსახურების გაწევისას შევასრულოთ ყველა შესაბამისი საერთაშორისო და ეროვნული მოთხოვნა;

§  გამოვიყენოთ მიღებული გამოცდილება და საერთაშორისო პრაქტიკა;

§  უზრუნველვყოთ სამსახურის სამუშაო პროცესების წარმართვა და მომსახურების გაწევა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების განსაზღვრითა და გათვალისწინებით;

§  დავსახოთ მიზნები ხარისხის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად და გავაანალიზოთ არსებული მიზნები;

§  უზრუნველვყოთ პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, სწავლება და პროფესიული ზრდა;

§  მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით განვავითაროთ ინფრასტრუქტურა;

§  რეგულარულად შევაფასოთ ხარისხის პოლიტიკის დანერგვა და განვსაზღვროთ ცვლილებების საჭიროება;

§  მუდმივად გავაუმჯობესოთ ხარისხის მართვის სისტემის შედეგიანობა;

§  მცდარი მონაცემებით განპირობებული ფრენების უსაფრთხოებაზე უარყოფითი ზეგავლენის მქონე რისკი დავიყვანოთ პრაქტიკულად მიღწევად უმცირეს მაჩვენებლამდე.

ეს პოლიტიკა ეფუძნება მომხმარებელზე ორიენტირებული ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიას და წარმოადგენს სამუშაო პროცესების მიზნების დასახვის, მომსახურების ხარისხიანი დაგეგმვის, მართვის სისტემის შედეგიანობის ანალიზის საფუძველს.

airac aip amdt

EFF DATE RAW DATA to AIS DAYS LEFT
22 აპრ 2021 22 იან 2021 5
20 მაი 2021 19 თებ 2021 33
17 ივნ 2021 19 მარ 2021 61

UTC Clock

  • --:--:--