ფრენის გეგმის ფორმის შევსების ინსტრუქცია

სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური

ფრენის გეგმის ფორმის შევსების ინსტრუქცია

(ქვემოთ მოცემული ფრენის გეგმის ფორმის შევსების ინსტრუქცია ატარებს შემოკლებულ და ზოგად ხასიათს. დეტალებისთვის გთხოვთ იხილოთ ICAO Doc 4444, Appendix 2)

ფრენის გეგმის ველი #7: საჰაერო ხომალდის  ამოსაცნობი ინდექსი (არაუმეტეს 7 სიმბოლო)

მოცემულ ველში  მიეთითება საჰაერო ხომალდის  ამოსაცნობი ინდექსი.

 

ფრენის გეგმის ველი #8:  ფრენის წესები და ფრენის ტიპი 

1) ფრენის წესები (1 სიმბოლო):

მოცემულ ველში  მიეთითება შესაბამისი ფრენის წესები: 

V - VFR ვიზუალური ფრენის წესების მიხედვით განხორციელებული ფრენა; 

I - IFR სახელსაწყო ფრენის წესების მიხედვით განხორციელებული ფრენა;

Y - ფრენა, რომელიც იწყება IFR სახელსაწყო ფრენის წესების მიხედვით შემდგომი ცვლილებით;  

Z - ფრენა, რომელიც იწყება VFR ვიზუალური ფრენის წესების მიხედვით შემდგომი ცვლილებით.

ფრენის წესების ცვლილებისას ფრენის გეგმის მე-15 ველში აუცილებელია იმ წერტილ(-ებ)ის მითითება, რომელზეც დაგეგმილია ფრენის წესების შეცვლა.

2) ფრენის ტიპი (1 სიმბოლო):

მოცემულ ველში მიეთითება ფრენის ტიპი:

S - განრიგით გათვალისწინებული ფრენა;

N - არარეგულარული  საჰაერო  გადაზიდვა;

G - საერთო დანიშნულების ავიაცია;

M - სამხედრო თვითმფრინავის ფრენა;

X - ფრენის ყველა სხვა ტიპი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ზემოთ. 

ფრენის ტიპის აღსანიშნავად X-ის გამოყენებისას, ფრენის გეგმის მე-18 ველში STS/ ინდექსით განიმარტება ამ  ფრენისადმი საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს მხრიდან განსაკუთრებული  დამოკიდებულების მიზეზი. 

 

ფრენის გეგმის ველი #9: საჰაერო ხომალდის რაოდენობა და ტიპი და კვალზე ტურბულენტობის კატეგორია

1) საჰაერო ხომალდის რაოდენობა (1 ან 2 სიმბოლო):

მოცემულ ველში  მიეთითება სხ-ის რაოდენობა ერთზე მეტის შემთხვევაში. 

2) საჰაერო ხომალდის ტიპი (2-4 სიმბოლო):

ამ ველში მიეთითება საჰაერო ხომალდის ტიპი ICAO Doc 8643, Aircraft type designators, შესაბამისად. თუ საჰაერო ხომალდის ტიპი განსაზღვრული არ არის, ან სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდის ჯგუფური ფრენის შემთხვევაში, მიეთითება ZZZZ, ხოლო მე-18 ველში TYP/-ინდექსის მეშვეობით განიმარტება საჰაერო ხომალდების რაოდენობა და ტიპები.

3) კვალზე ტურბულენტობის კატეგორია (1 სიმბოლო):

მოცემულ ველში მიეთითება კვალზე ტურბულენტობის კატეგორია:

H - HEAVY - განსაზღვრავს ხომალდის ტიპს, რომლის მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი  მასა ტოლია ან აღემატება 136 000 კგ-ს. 

M - MEDIUM - განსაზღვრავს ხომალდის ტიპს, რომლის მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასა მეტია 7000 კგ-ზე, თუმცა არ აღემატება 136 000 კგ-ს. 

L - LIGHT - განსაზღვრავს ხომალდის ტიპს, რომლის მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასა ტოლია 7000 კგ-ს ან მასზე ნაკლებია. 

 

ფრენის გეგმის ველი #10: საჰაერო ხომალდის აღჭურვილობა და შესაძლებლობები:

მოცემული ველის შევსების გასამარტივებლად საიტზე „ფრენის გეგმის სტრუქტურირებულ ფორმაში“ არსებობს ჩამოსაშლელი ფანჯარა საჰაერო ხომალდის აღჭურვილობისა და შესაძლებლობების მითითებებით.

1) ველი 10 ა - რადიოკავშირის, სანავიგაციო და მისადგომი საშუალებების აღჭურვილობა და შესაძლებლობები: 

Z  (სხვა აღჭურვილობა ან შესაძლებლობები) - Z-ს მითითების შეთხვევაში ფრენის გეგმის მე-18 ველში COM/,  NAV/ და/ან DAT/ ინდექსების შემდეგ მიეთითება სხვა აღჭურვილობა/შესაძლებლობები.  

2) ველი 10 ბ - დაკვირვების აღჭურვილობა და შესაძლებლობები: 

დაკვირვების სხვა აღჭურვილობისა და შესაძლებლობების მითითება ხდება ფრენის გეგმის მე-18 ველში SUR/ ინდექსის შემდეგ.

 

• ფრენის გეგმის ველი #13: გაფრენის აეროდრომი და დრო (8 სიმბოლო):

1) გაფრენის აეროდრომი: 

მოცემულ ველში მიეთითება ICAO-ს ადგილმდებარეობის ოთხასოიანი ინდიკატორი Doc 7910, Location Indicators, შესაბამისად.

თუ არ არის განსაზღვრული ადგილმდებარეობის ინდიკატორი, მიეთითება ZZZZ, ხოლო ფრენის გეგმის მე-18 ველში DEP/ ინდექსის შემდეგ - აეროდრომის სრული დასახელება და ადგილმდებარეობა. 

ფრენის გეგმის ჰაერიდან მიღების შემთხვევაში, მიეთითება AFIL, ხოლო ფრენის გეგმის მე-18 ველში DEP/ ინდექსის შემდეგ საჰაერო მოძრაობის მომსახურების იმ სმმ ორგანოს ICAO-ს ადგილმდებარეობის ოთხასოიანი ინდიკატორი, რომლისგანაც შესაძლებელია ფრენის გეგმის დამატებითი ინფორმაციის მიღება.

2) დრო:

აფრენამდე შევსებული ფრენის გეგმისთვის მიეთითება ხუნდების აღების გაანგარიშებული დრო (EOBT). 

ფრენის გეგმის ჰაერიდან მიღების შემთხვევაში მიეთითება მარშრუტის პირველი წერტილის გადაფრენის ფაქტიური ან გაანგარიშებული დრო.

 

• ფრენის გეგმის ველი #15: მარშრუტი

1) საკრეისერო სიჩქარე (არაუმეტეს 5 სიმბოლო)

 მიეთითება ჭეშმარიტი სიჩქარე ფრენის პირველი ან სრული საკრეისერო ნაწილისთვის:

მაგ:  N0220  (სიჩქარე კვანძებში)

2) საკრეისერო ეშელონი (არაუმეტეს 5 სიმბოლო)

მიეთითება დაგეგმილი საკრეისერო სიმაღლე მარშრუტის პირველი ნაწილისთვის  ან სრული  მარშრუტისთვის. 

მაგ: F330 (ფრენის ეშელონი 330);

მაგ: A065 (6500 ფუტის სიმაღლე);

მაგ: “VFR” (არაკონტროლირებადი VFR ფრენებისთვის).

3) მარშრუტი:

ფრენა საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ) მარშრუტზე:

თუ გაფრენის აეროდრომი მდებარეობს ან დაკავშირებულია საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ) მარშრუტთან, მიეთითება პირველი სმმ მარშრუტის ინდექსი.

თუ გაფრენის აეროდრომი არ მდებარეობს ან არ არის დაკავშირებული საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ) მარშრუტთან, მიეთითება DCT, რომელსაც მოყვება სმმ მარშრუტთან დამაკავშირებელი წერტილი, ხოლო შემდეგ საკუთრივ სმმ მარშრუტი. 

ფრენა საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ) მარშრუტის ფარგლებს გარეთ:

მიეთითება წერტილები, რომლებიც, როგორც წესი,  ერთმანეთისგან დაშორებულია არა უმეტეს ფრენის 30 წუთით ან 200 nm მანძილით. თუ წერტილები არ არის გადმოცემული კოორდინატების ან აზიმუტისა და მანძილის მეშვეობით, მათ შორის მიეთითება DCT.

გამოიყენება შემდეგი აღნიშვნები:

(1) საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ) მარშრუტი (2-7 სიმბოლო):

მარშრუტისთვის ან მარშრუტის ნაწილისთვის მინიჭებული კოდირებული ინდექსი.

(2) ძირითადი წერტილი (2-11 სიმბოლო):

წერტილისთვის მინიჭებული კოდირებული ინდექსი (2-5 სიმბოლო). თუ წერტილისთვის არ არის მინიჭებული კოდირებული ინდექსი, მაშინ წერტილი გადმოცემულია:

- მხოლოდ გრადუსებით (7 სიმბოლო)

                მაგ. 46N078W

- გრადუსებით და წუთებით (11 სიმბოლო)

              მაგ. 4620N07805W

- აზიმუტით და მანძილით სანავიგაციო საშუალებიდან.

              მაგ. DUB180040. 

(3) სიჩქარისა და სიმაღლის ცვლილება (არაუმეტეს 21 სიმბოლო):

წერტილი, სადაც იცვლება სიჩქარე ან სიმაღლე:  

მაგ.

LN/N0284A045 

MAY/N0305Fl80 

4602N07805W/N0500F350 

(4) ფრენის წესების ცვლილება (არაუმეტეს 3 სიმბოლო):

წერტილი, სადაც დაგეგმილია ფრენის წესების ცვლილება:

მაგ: 

LN VFR 

LN/N0284A050 IFR 

 

ფრენის გეგმის ველი #16: დანიშნულების აეროდრომი; ფრენის საერთო გაანგარიშებული ამოწურული დრო და დანიშნულების სათადარიგო აეროდრომი(ები)

1) დანიშნულების აეროდრომი და ფრენის საერთო გაანგარიშებული ამოწურული დრო (8 სიმბოლო):

მიეთითება ICAO-ს ადგილმდებარეობის ოთხასოიანი ინდიკატორი Doc 7910, Location Indicators, შესაბამისად, რომელსაც მოსდევს ფრენის საერთო გაანგარიშებული ამოწურული დრო.

თუ არ არის განსაზღვრული ადგილმდებარეობის ინდიკატორი, მიეთითება ZZZZ, ხოლო ფრენის გეგმის მე-18 ველში DEST/ ინდექსის შემდეგ - აეროდრომის სრული დასახელება და ადგილმდებარეობა. 

2) დანიშნულების სათადარიგო აეროდრომი(ები): 

მიეთითება ICAO-ს ადგილმდებარეობის ოთხასოიანი ინდიკატორი Doc 7910, Location Indicators.  

თუ არ არის განსაზღვრული ადგილმდებარეობის ინდიკატორი, მიეთითება ZZZZ, ხოლო ფრენის გეგმის მე-18 ველში ALTN/ ინდექსის შემდეგ - აეროდრომის სრული დასახელება და ადგილმდებარეობა.

 

• ფრენის გეგმის ველი #18: სხვა ინფორმაცია

საჭიროების შემთხვევაში მოცემულ ველში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:

STS/ საჰაერო მოძრობის მომსახურების შესაბამისი ორგანოს მხრიდან განსაკუთრებული დამოკიდებულების მიზეზი, როგორიცაა: 

- ALTRV: სიმაღლის რეზერვირებით განხორციელებული ფრენა;

- ATFMX: საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ  ATFM ზომებისგან გათავისუფლებული ფრენა;

- FFR: სახანძრო ფრენა;

- FLTCK: სანავიგაციო საშუალებების კალიბრაციის მიზნით განხორციელებული ფრენა;

- HAZMAT: სახიფათო ტვირთის გადამტანი ფრენა;

- HEAD: სახელმწიფოს პირველი პირის გადასაყვანად განკუთვნილი ფრენა;

- HOSP: სამედიცინო ორგანოს მიერ მოთხოვნილი სამედიცინო ფრენა; 

- HUM: ჰუმანიტარულ მისიაში ჩართული ფრენა;

- MARSA: ფრენა, როდესაც სამხედრო საჰაერო ხომალდების სეპარაციაზე პასუხისმგებლობას იღებს სამხედრო უწყება;

- MEDEVAC: გადაუდებელ სამედიცინო ევაკუაციაში ჩართული ფრენა;

- NONRVSM: NON RVSM შესაძლებლობის მქონე ფრენა, რომლის განხორციელება დაგეგმილია RVSM საჰაერო სივრცეში;

- SAR: ძებნა-შველის ოპერაციების ჩატარებაში ჩართული ფრენა;

- STATE: სამხედრო, საბაჟო, საპოლიციო მიზნით განხორციელებული ფრენა.

სხვა მიზეზები, რომლებიც საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს მხრიდან მოითხოვს  განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, აღინიშნება მე-18 ველში RMK/  ინდექსით.

PBN/ - RNAV და/ან RNP შესაძლებლობები.

NAV/ -  მნიშვნელოვანი მონაცემები სანავიგაციო საშუალებების შესახებ, გარდა იმისა, რომელიც აღნიშნულია PBN/ ინდექსის ქვეშ. 

COM/ - კავშირის საშუალებები და შესაძლებლობები, რომელიც არ არის მითითებული ფრენის 10ა გეგმის ველში. 

DAT/-  მონაცემთა გადაცემის საშუალებები და შესაძლებლობები, რომლებიც არ არის მოცემული ველში 10ა.

SUR/ - დაკვირვების საშუალებები და შესაძლებლობები, რომლებიც არ არის მოცემული ველში 10ბ. 

DEP/ -  გაფრენის აეროდრომის დასახელება და ადგილმდებარეობა, თუ მე-13 ველში მითითებულია ZZZZ, ან  საჰაერო მოძრაობის მომსახურების ის ორგანო, რომლისგანაც შეიძლება ფრენის გეგმის დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, თუ მე-13 ველში მითითებულია AFIL. 

DOF/ - ფრენის თარიღი 6 ციფრიანი ფორმატით.

REG/ - საჰაერო ხომალდის სარეგისტრაციო ნიშანი, თუკი ის განსხვავდება მე- 7 ველში მითითებული სხ-ის ამოსაცნობი ინდექსისაგან.

EET/ - წერტილები ან საფრენოსნო ინფორმაციის რეგიონის საზღვრები და ამ წერტილებამდე ან საფრენოსნო ინფორმაციის რეგიონის საზღვრებამდე ფრენის გაანგარიშებული სრული დრო. 

SEL/ - SELCAL კოდი, თუ საჰაერო ხომალდი აღჭურვილია შესაბამისად.

TYP/ -  საჰაერო ხომალდის ტიპი, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, გამოტოვების გარეშე წინ უსწრებს საჰაერო ხომალდის რაოდენობა იმ შემთხვევაში, თუ ფრენის გეგმის მე-9 ველში მითითებულია ZZZZ, მაგ. TYP/2F15 5F5 3B2.

CODE/ -  საჰაერო ხომალდის მისამართი (გამოსახული ასო-ციფრული ექვსი თექვსმეტობითი ნიშნისგან შემდგარი კოდით). 

DLE/ - მარშუტზე შეყოვნება, მიეთითება წერტილი, რომელზეც იგეგმება შეყოვნება და 4 ციფრით - საათებით და წუთებით - გამოსახული შეყოვნების ხანგრძილოვობა, მაგ. DLE/MDG0030.

OPR/ - საჰაერო ხომალდის ოპერატორის სახელი ან ICAO-ს ინდექსი, თუ ის განსხვავებულია მე-7 ველში მოცემული საჰაერო ხომალდის ამოსაცნობი ინდექსისაგან.

ORGN/- ორიგინატორის რვანიშნა AFTN მისამართი ან სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, იმ შემთხვევაში, როდესაც რთულია ფრენის გეგმის ორიგინატორის იდენტიფიცირება.

PER/ -  ერთი ასოთი გადმოცემული საჰაერო ხომალდის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლები. 

ALTN/ - დანიშნულების სათადარიგო აეროდრომის დასახელება, თუ ფრენის გეგმის მე-16 ველში მითითებულია ZZZZ. იმ აეროდრომების ადგილმდებარეობა, რომლებიც არ არის გამოქვეყნებული სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულში, მიეთითება გრძედის/განედის მითითებით ან უახლოესი ძირითადი წერტილიდან აზიმუტითა და მანძილით. 

RALT/ - მარშრუტის სათადარიგო აეროდრომის ICAO-ს ოთხასოიანი ინდიკატორი, ან დასახელება, თუ მას არ აქვს მინიჭებული შესაბამისი ინდიკატორი. იმ აეროდრომების ადგილმდებარეობა, რომლებიც არ არის გამოქვეყნებული სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულში, მიეთითება გრძედის/განედის მითითებით ან უახლოესი ძირითადი წერტილიდან აზიმუტითა და მანძილით. 

TALT/ - აფრენის სათადარიგო აეროდრომის ICAO-ს ოთხასოიანი ინდიკატორი, ან დასახელება, თუ მას არ აქვს მინიჭებული შესაბამისი ინდიკატორი. იმ აეროდრომების ადგილმდებარეობა, რომლებიც არ არის გამოქვეყნებული სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულში, მიეთითება გრძედის/განედის მითითებით ან უახლოესი ძირითადი წერტილიდან აზიმუტითა და მანძილით. 

RIF/ - შეცვლილი დანიშნულების აეროდრომისათვის მარშრუტის დეტალები, რომელსაც მოსდევს აეროდრომის ICAO-ს ოთხასოიანი ადგილმდებარეობის ინდიკატორი. მაგ. RIF/DTA HEC KLAX RIF/ESP G94 CLA YPPH

RMK/ - საჭიროების შემთხვევაში, ღია ტექსტით გადმოცემული ნებისმიერი სხვა შენიშვნა.

 

ფრენის გეგმის ველი #19: დამატებითი ინფორმაცია

მოცემულ ველში მიეთითება:

E/ - საწვავის მარაგი დროის მიხედვით, გამოსახული საათებით და წუთებით:

მაგ. E/0230

P/ - ბორტზე ადამიანების (მგზავრების და ეკიპაჟის ჩათვლით) რაოდენობა. თუ ფრენის გეგმის წარდგენის მომენტისთვის რაოდენობა ცნობილი არ არის, მიეთითება TBN

მაგ. P/005

საავარიო-სამაშველო საშუალებები:

R/ - (რადიო):

- გადახაზეთ “U”, თუ არ არის ხელმისაწვდომი UHF კავშირი 243.0 MHz სიხშირეზე; 

- გადახაზეთ “V”, თუ არ არის ხელმისაწვდომი VHF კავშირი 121.5 MHz სიხშირეზე;

- გადახაზეთ „E”,  თუ არ არის ხელმისაწვდომი საავარიო მიმყვანი გადამცემი ELT.

S/ -  (სამაშველო საშუალებები):

- გადახაზეთ ყველა ინდიკატორი, თუ არ არის ხელმისაწვდომი საავარიო-     სამაშველო საშუალებები;

- გადახაზეთ „P”, თუ არ არის ხელმისაწვდომი პოლარული სამაშველო საშუალებები;

- გადახაზეთ „D”, თუ არ არის ხელმისაწვდომი უდაბნოსთვის განკუთვნილი სამაშველო საშუალებები;

- გადახაზეთ „M”, თუ არ არის ხელმისაწვდომი საზღვაო სამაშველო საშუალებები;

- გადახაზეთ „J”, თუ არ არის ხელმისაწვდომი ჯუნგლებისთვის განკუთვნილი სამაშველო საშუალებები.

J/ - (სამაშველო ჟილეტები):

- გადახაზეთ ყველა ინდიკატორი, თუ არ არის ხელმისაწვდომი სამაშველო ჟილეტები;

- გადახაზეთ “L”, თუ სამაშველო ჟილეტებს არ აქვთ განათება; 

- გადახაზეთ „F”, თუ სამაშველო ჟილეტებს არ აქვთ ფლუორესცენტული საფარი;

- გადახაზეთ „U” ან “V” ან ორივე სამაშველო ჟილეტების რადიო აღჭურვილობის აღსანიშნავად.

D/ - (ნავები):

გადახაზეთ “D”/ და “C”/, თუ არ არის ხელმისაწვდომი სამაშველო ნავები. ნავების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში მიუთითეთ: 

- რაოდენობა: ნავების რაოდენობა;

- ტევადობა: ნავების საერთო ტევადობა ადამიანების რაოდენობის გათვალისწინებით;

- ღია/დახურული: გადახაზეთ “C”, თუ ნავები ღია ტიპისაა;

- ფერი: ნავების ფერი.

A/ - (საჰაერო ხომალდის ფერი და ნიშნები) - მიუთითეთ საჰაერო ხომალდის ფერი და სხვა ამოსაცნობი ნიშნები;

N/ - (შენიშვნები) - მიუთითეთ სამაშველო საშუალებებთან დაკავშირებული შენიშვნები, ან  გადახაზეთ „N”, თუ ასეთი შენიშვნები არ არის;

C/ - (პილოტი) - მიუთითეთ ხომალდის მეთაურის სახელი.

 

 

 

 

 

AIRAC AIP AMDT/SUP

EFF DATE RAW DATA to AIS DAYS LEFT
23 იან 2025 25 ოქტ 2024 10
20 თებ 2025 22 ნოე 2024 38
20 მარ 2025 20 დეკ 2024 66

UTC

  • --:--:--