ფრენისწინა ინფორმაციით უზრუნველყოფა

სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური

ფრენისწინა ინფორმაციით უზრუნველყოფა

სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურში ფრენისწინა მზადებისთვის აუცილებელი სააერნაოსნო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბრიფინგ ოფისებში.

ვებგვერდზე  „სააერნაოსნო ინფორმაციის პროდუქტების“ სექციის "TAM შეტყობინებების" ქვე-სექციაში ხელმისაწვდომია საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში აქტიური დინამიკური (NOTAM) ინფორმაცია, რომლის განახლება ხდება საათში ერთხელ

ფრენისათვის საჭირო ბოლო განახლებული/დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ შესაბამის ბრიფინგ ოფისს, სადაც ხელმისაწვდომია როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების სააერნაოსნო ინფორმაციის პუბლიკაციები, სააერნაოსნო ინფორმაციის პუბლიკაციების დამატებები, სააერნაოსნო ინფორმაციის ცირკულარები, ICAO-სა და EUROCONTROL-ის დოკუმენტები, PIB (ფრენისწინა ინფორმაციის ბიულეტენი), ასევე ინფორმაცია ზეპირი ბრიფინგის სახით. 

ოპერატიული პერსონალისთვის, მათ შორის საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისათვის და სხვა საავიაციო პერსონალისთვის თბილისის აეროდრომის ტერიტორიაზე ორგანიზებულია თვით-ინსტრუქტაჟის ოთახი. თვით-ინსტრუქტაჟის ოთახში შესაბამისი ინფორმაციის დისტანციურად მიღების მიზნით უზრუნველყოფილია წვდომა როგორც სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურთან, ასევე ინტერნეტთან და EAD Basic აპლიკაციასთან. ოთახი აღჭურვილია ყველა აუცილებელი საკომუნიკაციო და ბეჭდვის მოწყობილობით.

ოფისებთან დასაკავშირებლად გადადით სექციაზე "საკონტაქტო ინფორმაცია".

 

AIRAC AIP AMDT/SUP

EFF DATE RAW DATA to AIS DAYS LEFT
28 დეკ 2023 29 სექ 2023 5
25 იან 2024 27 ოქტ 2023 33
22 თებ 2024 24 ნოე 2023 61

UTC

  • --:--:--