სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური
გამოყენების პირობები
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში და არ არის განკუთვნილი ოპერატიული გამოყენებისთვის.
სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სააერნაოსნო ინფორმაციის პროდუქტები, სიახლეები, სამსახურის საქმიანობის აღწერა და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია.
საქართველოს სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური მაქსიმალურად ცდილობს დროულად განაახლოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია.
ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო ვებგვერდის მიუწვდომლობის შემთხვევაში, ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ შესაბამის ოფისს, რომელიც მითითებულია ვებგვერდის „საკონტაქტო ინფორმაციის“ სექციაში.
ვებგვერდი შეიცავს ბმულებს რამდენიმე გარე წყაროზე, თუმცა მათ კონტენტზე პასუხისმგებელია ის ორგანიზაცია რომელიც აკონტროლებს ამ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის აქტუალობას.